Skip to content Skip to footer

დონ ჟუანი


დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია „ხვლიკი“

რეჟისორისაბა ასლამაზიშვილიპროექტის მენეჯერიია კელერმანიმუსიკალური გაფორმებაკონსტანტინე ეჯიბაშვილი და ვახტანგ გვახარია.მხატვარიბარბარა ასლამაზიმსახიობებივლადიმერ ვაშაკიძე, მარიამ ბალახაძე, ანიკო შურღაია, ენდი ძიძავა, გივიკო ბარათაშვილი, გიორგი მაქაძე, თორნიკე კაკულია, გაგა არაბული, ლუკა ახალაძე, კონსტანტინე ეჯიბაშვილი, ანდრია ვაჭრიძე.Share

დონ ჟუანი – მოლიერის პიესის „დონ ჟუანი ანუ ქვის სტუმარი’’ და პუშკინის პიესის „ქვის სტუმარი“ მიხედვით არის წარმოდგენილი. სპექტაკლის მოქმედება საცირკო არენაზე ვითარდება, რომელიც წრიულად ბადეშია გარშემორტყმული და მოსათვინიერებელი ცხოველების ადგილის ასოციაციას იწვევს. სპექტაკლის ცენტრალური ფიგურა დონ ჟუანია. დონ ჟუანი ხისტი, იმპულსური, გაუწონასწორებელი, უპასუხისმგებლო, მაგრამ ამავე დროს სიცოცხლისმოყვარე ტიპაჟია. ის აპროტესტებს ყველაფერს, რაც მის თავისუფლებას თრგუნავს. ძნელია ბოლომდე მისი ბუნების გაგება და გასაკვირი და საინტერესოა, თუ რატომ ნებდება დონა ანა კაცს, რომელმაც ქმარი მოუკლა.

სპექტაკლი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა. პროექტის განმახორციელებელია დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია „ხვლიკი“, გადაღებულია 2022 წლის 21 მაისს.