სპექტაკლი “ხალდე” საუკუნე-ნახევრის წინ, სვანეთის სოფელ ხალდეში მომხდარ აჯანყებას ეძღვნება. თავისუფალი სვანეთის მოსახლეობა რუსულ იმპერიალიზმს დაუპირისპირდა და თავგანწირვის მაგალითიც აჩვენა. საბჭოთა ისტორიოგრაფია ცდილობდა, ეს მნიშვნელოვანი ეპოზოდი ერის მეხიერებიდან წაეშალა.
სპექტაკლი თანამედროვეობის პერსპექტივიდან წარმოაჩენს ამ ისტორიულ მოვლენას – თავისუფლებისთვის ბრძოლის სამაგალითო ამბავს.
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
სპექტაკლში მონაწილეობენ მოწვეული მსახიობები:
- გია აბესალაშვილი – თუმანიშვილის თეატრის მსახიობი
- ლილი ხურითი – სოხუმის თეატრის მსახიობი