,,ჟან-პოლ მარატის დევნა და მკვლელობა, შარანტონის თავშესაფრის მსახიობთა მიერ დადგმული მარკიზ დე სადის ხელმძღვანელობით“ – ასე ჰქვია პიესას, რომელსაც მოკლედ „მარატ-სადს“ უწოდებენ. მოქმედება საგიჟეთში ხდება, სადაც მარკიზ დე სადი პაციენტების მონაწილეობით სპექტაკლს დადგამს.
შესაძლებელია კი სრული თანასწორობის მიღწევა რევოლუციის საშუალებით? არის რევოლუცია გზა, რომელიც ბედნიერებას მოგვანიჭებს, თანასწორებს გაგვხდის და სურვილებს დაგვიკმაყოფილებს? სწორედ ამ კითხვებზე ეძებს პასუხს მარკიზ დე სადი საკუთარი ექსპერიმენტული სპექტაკლის მეშვეობით და შედეგი, რომელსაც ის მიიღებს, საკმაოდ მოულოდნელია.