“მოჩვენებები”” – მე–19 საუკუნის ნორვეგიელი დრამატურგის, ჰენრიკ იბსენის პიესაა. ეს არის სპექტაკლი სიმართლეზე, რომელიც აუცილებლად მოითხოვს რომელიმე ჩვენგანისგან, ამ სიმართლეზე პასუხიმგებლობის აღებას, იმისთვის, რომ შევძლოთ და თავიდან დავიწყოთ ახალი ცხოვრება.
ფრუ ალვინგი შუახნის ქვრივია, რომელმაც თავისი ქმრის, კამერჰერ ალვინგის სახელობის პანსიონატის გახსნა გადაწყვიტა. მის ირგვლივ წარსულის მოჩვენებები იყრიან თავს. იდილიას ქაოსი შეცვლის მაშინ, როცა ფრუ ალვინგის დიდი ხნის საიდუმლოებები გამჟღავნდება.