ნისლი“ – ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა ნინო მაღლაკელიძემ სერგეი კოზლოვის ორი ზღაპრის – (,,ზღარბი ნისლში“ – ,,მე რომ არ ვყოფილიყავი“) საფუძველზე განახორციელა. მოქმედება ორი მეგობრის, ზღარბისა და დათუნიას ირგვლივ ვითარდება. მეგობრები ღამე ვარსკვლავებს ითვლიან თუმცა საბოლოოდ რაოდენობაზე ვერ შეთანმდებიან და ერთმანეთს გაებუტებიან. ნისლიან ღამეში ზღარბი დაიკარგება და უღრან ტყეში სრულიად მარტო ცდილობს თავი დააღწიოს უამრავ ფათერაკს. გზის გაგნებაში შეშინებულ ზღარბს უღრანი ტყის ბინადარნი – ციცინათელები და ლოკოკინები ეხმარებიან. დასასრულს ზღარბი თავს დააღწევს უღრან ტყეს და მეგობარ დათუნიასთან ბრუნდება. წარმოდგენა ორიგინალური მხატვრული გადაწყვეტით გამოირჩევა და მეგობრობის, სიკეთის და ჰუმანიზმის იდეალებს გამოხატავს.
ნისლი
თბილისის თოჯინების თეატრი
დამდგმელი რეჟისორინინო მაღლაკელიძემხატვარივლადიმერ მელცერიShare